DailySport

ვილი სანიოლი - ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, როდესაც მოედანზე არიან და ბოლომდე იხარჯებიან

ვილი სანიოლი - ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, როდესაც მოედანზე არიან და ბოლომდე იხარჯებიან
2-06-2021, 16:51

„ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, როდესაც მოედანზე არიან და ბოლომდე იხარჯებიან“, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის წინა პრესკომფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნაკრების ფეხბურთელებს ენდობა და მათთან მუშაობა სიამოვნებს.

„საქართველოს არის ქვეყანა, საკუთარი სპეციფიკითა და კულტურით. მე ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, რომ როდესაც მოედანზე არიან ბოლომდე იხარჯებიან. 

შესაძლოა ისინი მსოფლიოს საუკეთესო ლიგებსა და კლუბებში არ თამაშობენ, მაგრამ მე შემიძლია მათ ვენდო და ჩემთვის ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
ახალი ამბები
რეკლამა