DailySport

რუსეთში მე-4, ხოლო მსოლფიოში 37-ე ადგილი - Transfermarkt-ის სტატისტიკა ხვიჩა კვარაცხელიაზე

რუსეთში მე-4, ხოლო მსოლფიოში 37-ე ადგილი - Transfermarkt-ის სტატისტიკა ხვიჩა კვარაცხელიაზე
7-06-2021, 18:03

Transfermarkt-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა განაახლა. ქართველი ფეხბურთელი რუსეთის „პრემიერ ლიგაში“ მეოთხე პოზიციაზეა და მას უსწრებენ - 24 წლის „ზენიტის“ შემტევი Malcom, 26 წლის „ზენიტის“ ცენტრალური შემტევი Sardar Azmoun და 23 წლის „ცსკ“-ს ნახევარ მცველი Nikola Vlasic.

განახლებულ სტატისტიკაში 37-ე ადგილს იკავებს ხვიჩა მსოფლიოს მასშტაბით მის პოზიციაზე. აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ ამ სტატისტიკაში გადაასწრო 32 წლის „აიაქსის“ შემტევს Dusan Tadic-სა და 23 წლის „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევს Daniel James.

მსოფლიოს მასშტაბით 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის ხვიჩა მე-11 ადგილს იკავებს. მან ამ სტატისტიკაში გადაასწრო 19 წლის „ხეტაფეს“ შემტევს - Takefusa Kubo-სა და 20 წლის „ვალენსიას“ შემტევ ნახევარ მცველ Kang-in Lee-ს.

რაც შეეხება მსოფლიოს მასშტაბით ხვიჩა კვარაცხელია 467-ე ადგილს იკავებს, ხოლო საქართველოსა და მის ამჟამინდელ გუნდში „რუბინში“ პირველ ადგილზეა.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
ახალი ამბები
რეკლამა