DailySport

ოფიციალურად გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ფეხბურთელია

ოფიციალურად  გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ფეხბურთელია
7-06-2021, 18:03

ოფიციალურად გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ფეხბურთელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „დინამო“ თბილისის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ხელშეკრულება საბოლოოდ ხელმოწერილია. გოლკიპერი ესპანური გრანდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარით ისპარეზებს, „ვალენსიას“ კი მთელი წლის განმავლობაში ექსკლუზიური გამოსყიდვის უფლება ენიჭება.

ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი 2012 წლიდან „დინამოს“ აკადემიაში ირიცხებოდა და ბოლო ორი სეზონი სათამაშო პრაქტიკის მიზნით განათხოვრებული იყო.

ავტორი: ანი შველიძე
ახალი ამბები
რეკლამა