DailySport

UEFA-მ უკრაინას ახალი სათამაშო ფორმა მოსთხოვა

UEFA-მ უკრაინას ახალი სათამაშო ფორმა მოსთხოვა
10-06-2021, 16:30

ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ეროვნული გუნდი ახალი სათამაშო ფორმით იასპარეზებს.

როგორც ცნობილი ხდება რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა, დმიტრი სვიშცევმა უეფა-ს უკრაინის ნაკრების ახალი ფორმის აკრძალვა მოსთხოვა.

სვიშცევის განცხადებით, მაისურზე რომელზეც რუკა არის გამოხატული პოლიტიკური შინაარსის არის და განსხვავდება რუსეთის პოზიციისგან.

,,უეფამ ყურადღებით შეისწავლა ლოზუნგი ,,დიდება გმირებს'', რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურზეა დატანილი. ხანგრძლივი ანალიზის შემდეგ, დადასტურდა, რომ ფრაზა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მას ისტორიული და მილიტარისტული ქვეტექსტი აქვს.

შესაბამისად, ეკიპირების შესახებ უეფას რეგლამენტის თანახმად, სლოგანი ფორმიდან უნდა წაიშალოს,'' - წერია უეფას განცხადებაში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამი დღის წინ UEFA აცხადებდა, რომ უკრაინული ფორმა რეგლამენტს არ არღვევს, თუმცა დღეს გადაწყდა,რომ უკრაინა ახალი სათამაშო ფორმით იასპარეზებს.

ავტორი: ანი შველიძე
ახალი ამბები
რეკლამა