DailySport

კახა ჩხეტიანი - ერთობლივი ძალებით გავაგრძებელთ ახალი გუნდის აშენებას

კახა ჩხეტიანი - ერთობლივი ძალებით გავაგრძებელთ ახალი გუნდის აშენებას
23-06-2021, 01:11

ქუთაისის „ტორპედოს” ახალი მწვრთნელი ჰყავს, კახა ჩხეტიანი გუნდში ოფიციალურად დაბრუნდა.

როგორც ჩხეტიანმა „დეილისპორტს“ განუცხადა, ქუთაისს მალე ახალი სპონსორი ეყოლება.

„მე ვიმედოვნებ, რომ მალე გადაიჭრება ეს მოლაპარაკებები, ალბათ შემდეგ შევხვდებით ახალ ინვესტორს, რომელიც თავის სიტყვას იტყვის, როგორ უყურებს გუნდის განვითარებას და ერთობლივი ძალებით გავაგრძელებთ ახალი გუნდის შენებას“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის პირადად შეხვდა ქუთაისის მერს, სადაც განიხილსეს გუნდათ დაკავშორებული პრობლემები.

როგორც ცნობილია, „ტორპედოს“ უმოკლეს დროში ინვესტორს გადაუფორმებენ.

„პირადად მქომდა მერთან შეხვედრა, ისინი აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებას ინვესტორებთან, მაგრამ ეს ისეთი პროცესია სწრაფად ვერ წყდება, ჩართულები არიან და ცდილობენ მალე მოგვარდეს პრობლემები“, - განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

ჩხეტიანმა გუნდში დაბრუნების მიზეზებზეც ისაუბრა, მისი თქმით გუნდში არსებულმა პრობლემება და გულშემატკივარის მოთხოვნამ ეს ნაბიჯი მიაღებინა.

„პირველ რიგში დავბრუნდი გუნდში იმ პირობით, რომ გულშემატკივრებმა მოითხოვეს ჩემი დაბრუნება, შემდეგ ქალაქის მერმაც დამირეკა და მთხოვა დავბრუნებილიყავი, მეტი პირობა ჩემთვის არ არსებობს, ყველამ იცის, რომ გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
დაკომპლექტებაც მიხეილ აშვეთიას ხელში მოუწიათ, პრაქტიკულად ჩემიონატის დასაწყისში და ლოგიკურია ტრანსფერებიც ვერ განხორციელდა, რადგან სასწრაფოდ იყო გუნდი დასაკომპლექტებელი, მხოლოდ ეს პირობა იყო, რომ გუნდს სჭორდებოდა გვერდში დგომა და დავბრუნდი“, - განაცხადა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანი დღეს ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალური მწვრთნელი გახდა.
ასევე ჩხეტიანმა დღეს გუნდი პირველ ოფიციალურ თამაშზე გაიყვანა, „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა, მატჩს პირველ ნახევარში ქუთაისლები 2:0 აგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში „ტორპედომ“ ანგარიში გათანაბრება შეძლო. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ავტორი: ანი შველიძე
ახალი ამბები
რეკლამა