DailySport

ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას თბილისის დროით 06:00 საათზე გამართავენ

ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას თბილისის დროით 06:00 საათზე გამართავენ
26-07-2021, 01:44

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტები - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას თბილისის დროით 06:00 საათზე გამართავენ.

შავდათუაშვილის მეტოკე ბრაზილიელ ბარბოსასა და ფრანგ შენს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს, ის ანგოლელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ დღეებში ჩვენი ქვეყნის სახელით ძიუდოისტთა ტურნირზე მედლების მოპოვებას კიდევ ოთხი სპორტსმენი შეეცდება: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
ახალი ამბები
რეკლამა