DailySport

„ყველას ბოდიშს ვუხდი“ - ვაჟა მარგველაშვილი - (ვიდეო)

„ყველას ბოდიშს ვუხდი“ - ვაჟა მარგველაშვილი - (ვიდეო)
26-07-2021, 01:52

ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.

მარგველაშვილმა 66 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოსიტი იაპონელ ჰიფუმ აბესთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.


ვერცხლის მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ტოკიოში ოქროსთვის ჩამოვედი. ჩემი გასაკეთებელი ბოლომდე ვერ გავაკეთე, ყველას ბოდიშს ვუხდი.

ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა და მჯერა, მიზანს მივაღწევ.

მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის“, - განაცხადა ვაჟა მარგველაშვილმა.



ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
ახალი ამბები
რეკლამა