DailySport

ირაკლი აზაროვით FC Basel დაინტერესდა

ირაკლი აზაროვით FC Basel დაინტერესდა
30-11-2021, 20:37

ბათუმის „დინამოს“ 19 წლის მარცხენა მცველით, ირაკლი აზაროვით FC Basel დაინტერესდა.

შვეიცარიული კლუბი სატრანსფერო ბრძოლაში აქტიურად ერთვება და ქართველი ფეხბურთელის შესაძენად 1.2 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით თურქეთის სუპერ ლიგის წევრი, Trabzonspor-იც დაინტერესებულია, რომელიც ქართველის სანაცვლოდ 1.5 მილიონი ევროს გადახდას შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-შვედეთის მატჩზე რამდენიმე ევროპული კლუბის სკაუტი იმყოფებოდა.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
ახალი ამბები
რეკლამა