DailySport

მამარდაშვილს ესპანეთის თაისის 1/64 ფინალში ვიხილავთ

მამარდაშვილს ესპანეთის თაისის 1/64 ფინალში ვიხილავთ
2-12-2021, 05:44

ესპანეთის თასის 1/64 ფინალში „ვალენსია“ მეხუთე ლიგაში მოასპარეზე „უტრილასს“ დაუპირისპირდება. 


უცხოური მედიის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილი დიდი ალბათობით დღევანდელ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება.


სილესენი „ატლეტიკის“ წინააღმდეგ გამოჩნდა და მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. 

ამის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე კვლავ გამოჩნდა ხაუმე დომენეკი, რომელიც წინასასეზონო მზადებისას ფიზიკურ დისკომფორტს განიცდიდა. ამ მომენტიდან ბორდალასი აგრძელებს ორი სარეზერვო მეკარის გამოძახებას. 

კოპა დელ რეიზე კი ბორდალასი იძულებულია, აირჩიოს მამარდაშვილი ან ხაუმე დომენეკი. კრისტიან რივერო, იმ სეზონს ვერ ატარებს, რომელსაც „ვალენსია“ ელოდა. 

კლუბმა მასთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა და გამოაცხადა, რომ მასზე დადებდა ფსონს.

თუმცა, მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესა. გიორგი მამარდაშვილის გამოჩენამ ის შემადგენლობას დააშორა. მეკარეს არ ჰქონდა საკმარისი დრო, რათა ეპოვნა გუნდი, სადაც პირველ შემადგენლობაში მოხვდებოდა. 

სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რივერომ კუნთის ტრავმა მიიღო და თამაშს დაახლოებით ერთი თვით დაემშვიდობა. 

რივერო ამჟამად მეოთხე მეკარეა და „ვალენსიას“ იჯარით ან გუნდს ტრანსფერის გამოსყიდვით დატოვებს“, - წერს plazadeportiva.

ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
ახალი ამბები
რეკლამა