DailySport

GAFA-მ „მესტიას“ მადლობის სიგელი გადასცა

GAFA-მ  „მესტიას“  მადლობის  სიგელი  გადასცა
20-12-2021, 22:54

19 დეკემებერს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მოყვარულთა ლიგის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

ლიგების გამარჯვებულებს და საუკეთესო ფეხბურთელებს კუთვნილი პრიზები გადაეცათ.

აღნიშნული ღონისძიებაზე სპეციალურად მიწვევული იყო საფეხბურთო კლუბი „მესტია“, რომელიც წელს პირველად ჩაერთო აღნიშნული ჩემპიონატში.

GAFA-მ (საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციია) „მესტიას“ მოყვარულთა ლიგა 2021-ის ჩატარებაში წვლილის შეტანისთვის სპეციალური მადლობის სიგელი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიალს საფეხბურთო კლუბ „მესტიას“ თანადამფუძნებელი, მიხეილ ჟორჟოლიანი ესწრებოდა, რომელმაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მოყვარულთა ფეხბურთის ასოციაციას და მივულოცო ტურნირის წლევანდელი სეზონის ყველა გამარჯვებულს.

რაც შეეხება „მესტიას“, რაც დასაბამიდან ბურთი გაგორებულა, სვანეთში ამ კუთხით დაინტერესება არ ყოფილა, მეტიც ამ ახალგაზრდებს სტანდარტულ მოედანზე, სტანდარტული საფეხბურთო წესებით პირველად მოუწიათ თამაში.

ამიტომ გადავწყვიტეთ გუნდის შექმნა, რომელიც პირველ ეტაპზე მოყვარულთა დონეზე ითამაშებდა, კიდევ ერთხელ მადლობა მხარადჭერისთვის ყველას.

ჩვენი იმედები და ამბიციური გეგმები მიმართულია იმისკენ რომ სულ მალე პროფესიულ დონეზეც შევძლოთ ფეხბურთის თამაში“, - განაცხადა მიხეილ ჟორჟოლიანმა.

ახალი ამბები
რეკლამა